კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 13:46 | 29.03.2018
ნანახია: 1027

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ენი ერთმანეთს შეხვდებიან. უმაღლესი პირების შეხვედრა 27 აპრილს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვართან მდებარე ქალაქ პანმუნჯონში გაიმართება. ამ ინფორმაცის the Guardian ავრცელებს.

ბოლო დროს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პოზიტიური სიგნალები გაუშვა დასავლეთის მიმართ, როდესაც მან ბირთვულ იარაღზე უარის თქმისა და ტრამპთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ისაუბრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე