ანგელა მერკელი და ტერეზა მეი რუსეთის მზარდ აგრესიას ერთად შეებრძოლებიან

საქართველო, თბილისი - 12:55 | 29.03.2018
ნანახია: 909

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის აგრესიას, რომელიც დღითიდღე ძლიერდება წინ ერთად აღუდგებიან.

შესაბამისი განცხადება მერკელისა და მეის სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ტერეზა მეიმ მერკელს მადლობა გადაუხადა სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის გამო მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, საბოლოოდ ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთის მხრიდან გაძლიერებულ აგრესიას წინ ერთად აღუდგებიან.
შგახსენებთ, ტერეზა მეიმ მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებს  სკრიპალის საქმის გამო დიდი ბრიტანეთის პოზიციისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მეიმ ყოფილ აგენტსა და მის ქალიშვილზე თვდასხმაში რუსეთი  ღიად დაადანაშაულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე