პარიზი მოსკოვისგან საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 29.03.2018
ნანახია: 1012

პარიზი მოითხოვს ღია, არაორაზროვან, მკაცრ დიალოგს მოსკოვთან, რომელმაც საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა დაიცვას. ამის შესახებ სფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

„ჩვენ გვსურს მოსკოვთან ღია, არაორაზროვანი, მკაცრი დიალოგი. მოსკოვისგან მოვითხოვთ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, - განაცხადა ლე დრიანმა რადიოსადგურ RTL-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში მოსკოვი ცდილობს თავი აარიდოს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას.

 „ამიტომ აუცილებელია მოსკოვთან ღია დიალოგი. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მაგრამ ეს ძალიან მომთხოვნი, მკაცრი დიალოგი უნდა იყოს“, - განაცხადა მინისტრმა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე