მალალა იუსაფზაი 2012 წლის თავდასხმის შემდეგ პაკისტანში დაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 29.03.2018
ნანახია: 1175

ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი პაკისტანში ჩავიდა. იუსაფზაიმ პაკისტანი 2012 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქალებისთვის განათლების მიღების ადვოკატირების გამო "თალიბანის" სამხედროებმა დაჭრეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალალა იუსაფზაი შესაძლოა შეხვდეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შაჰიდ ხაქან აბასს.

იუსაფზაის სამშობლოში ვიზიტი 4 დღეს გაგრძელდება, თუმცა სხვა დეტალები უსაფრთხოების მიზნით არ საჯაროვდება.

პაკისტანის ტელევიზიამ უკვე გადმოსცა ცნობები, მალალას და მისი მშობლების ისლამაბადის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ.

მალალა იუსაფზაი პაკისტანელი უფლებადამცველია, რომელიც მთელს მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის გამოდის. მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, 2012 წლის 9 ოქტომბერს დაჭრეს ტერორისტული მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა. 2014 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ინდოელ კაილაშ სატიართისთან ერთად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე