ზუგდიდში ბერიას ქუჩისთვის გიგა ოთხოზორიას სახელი მინიჭებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 10:31 | 29.03.2018
ნანახია: 901

ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციები ლავრენტი ბერიას ქუჩისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭებას ითხოვენ.

სამოქალაქო სექტორმა საკრებულოს თავმჯდომარს წერილით უკვე მიმართა. მათი განცხადებით, საკითხზე ოთხოზორიას ოჯახის წევრებიც ინფორმირებულები არიან.

საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე