ვენესუელის ციხეში ხანძარს 68 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 29.03.2018
ნანახია: 762

 

ვენესუელის ციხეში ხანძარს 68 ადამიანი ემსხვერპლა.

კარაბაბოს პოლიციასთან არსებულ საპყრობილეში არეულობის შედეგად ხანძარი გაჩნდა. შენობა პოლიციელების მიერ არის გარშემორტყმული.

მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ათი ქალია. ისინი ციხეში პატიმარი ქმრების მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. საპატიმროში სულ 100 ადამიანი იყო.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე