ჩიკაგოს საავადმყოფოში მაღალტოქსიკური ნივთიერებით 15 ადამიანი მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 16:28 | 28.03.2018
ნანახია: 971

ჩიკაგოს სამედიცინო ცენტრში 15 ადამიანი ფენოლით მოიწამლა. ამის შესახებ ტელეარხი Fox News-ი იუწყება.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პაციენტების გასასინჯ ოთახში გატყდა სინჯარა, რომელშიც მოთავსებული იყო მაღალტოქსიკური ნივთიერება. ტელაერხის მონაცემებით, იმ მომენტში საავადმყოფოში 35 ადამიანი იმყოფებოდა.  

ექიმებმა სასწრაფოდ გამოიძახეს მაშველები, რომლებმაც შენობიდან ყველა იქ მყოფი გამოიყვანეს. ხელისუფლება დაშავებულების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. საავადმყოფო დაკეტილია. სპეციალისტები მაღალტოქსიკური ნივთიერებისგან შენობას ასუფთავებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე