გოგონას, რომელსაც გათხოვება არ სურდა მშობლები ცხელი ზეთით აწამებდნენ

საქართველო, თბილისი - 16:00 | 28.03.2018
ნანახია: 765

ტეხასის შტატში ერაყული წარმოშობის ცოლ-ქმარს 16 წლის ქალიშვილის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. მშობლები ქალიშვილს გათხოვებას აიძულებდნენ.

გაირკვა, რომ ალ-ჰიმშავი მშობლების მხრიდან შევიწროებას15 წლის ასაკიდან განიცდიდა. ცოლ-ქმარი გოგონას იატაკის საწმნედი ჯოხით სცემდა, ასხამდა ცხელ ზეთს და ახრჩობდა. მისმა მომავალმა ქმარმა კი მშობლებს ქალიშვილში 20 ათასი დოლარი გადაუხადა, მაგრამ გოგონას უსიყვარულოდ გათხოვება არ სურდა.

ალ-ჰიმშავი სახლიდან გაიქცა, როდესაც ის პოლიციამ იპოვა, გოგონამ მათ თავისი პრობლემების შესახებ სრული სიმართლე უამბო. ამის შემდეგ მწვალებელი მშობლები პოლიციამ დააკავა, მაგრამ მოგვიანებით ორივეს 60 ათასი დოლარის გირაოთი გაათავისუფლა.

პოლიციის განცხადებით, ბრალდებას მალე წაუყენებენ ალ-ჰიმშავის არასასურველ საქმროსაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე