ავსტრიაში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაშავდა 36 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 15:38 | 28.03.2018
ნანახია: 780

ავსტრიაში გშიუტის მთიან უღელტეხილზე ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა. მედიის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 36 ადამიანი.

წინასწარი მონაცემებით, ავტობუსში სამხრეთ კორეელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ცნობით, ავტობუსი თოვლიან გზაზე მოცურდა და ქვის კედელს შეეჯახა. საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეწყვეტილია. ადგილზე პოლიციისა და სამაშველო სამსახურების თანმშრომლები მუშაობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე