რუსეთი ცდილობს, ისე წარმოადგინოს თავი, თითქოს კონფლიქტში არაფერი ესაქმება და ჩვეულებრივი მომრიგებელია - დონდუა
საქართველო, თბილისი - 14:20 | 28.03.2018 ნანახია: 134
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, რუსეთი ცდილობს, ისე წარმოადგინოს თავი, თითქოს კონფლიქტში არაფერი ესაქმება და ჩვეულებრივი მომრიგებელია.
მისი თქმით, ფაქტი ის არის, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და იმ თანათავმდჯომარე ორგანიზაციებით, რომლებიც უძღვებიან მოლაპარაკებებს, აქ საკამათო არაფერი არ არის.
„რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს კონფლიქტი არის ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ეს არ არის რუსეთის რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა, ყველა კონფლიქტში, ყველა პრობლემაში, რუსეთი ცდილობს თავი ასე წარმოადგინოს, მაგრამ ერთია თვითონ შიგნით რას ამბობს. ფაქტი ის არის, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და იმ თანათავმდჯომარე ორგანიზაციებით, რომლებიც უძღვებიან მოლაპარაკებებს, აქ საკამათო არაფერი არ არის. რაც შეეხება ერთობლივ განცხადებას, ჩვენ ვცდილობთ, რომ მისი შინაარსი იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც აწყობს ქართველ მხარეს, სადაც იქნება გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული და რის მიღებასაც ვლამობთ”, – განაცხადა დონდუამ.
მისი თქმით, გუშინ შედგა ორმხირივი კონსულტაციები, ევროკავშირის გაერო-ს და ეუთო-ს თანათავმდჯომარეებთან და თანამოდერატორებთან. მისივე თქმით, ორივე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხი, რომლის წამოწევაც დღევანდელი სამუშაო ჯგუფის ფორმალურ შეხვედრაზე უნდა დადგეს.
“მთავარი თემა ორივე სამუშაო ჯგუფში იქნება არჩილ ტატუნაშვილის საქმე, რომელსაც ამ ეტაპზე სჭირდება სათანადო გამოძიება. არც ერთმა მხარემ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ გამოძიებას, რათა გამოვლინდეს, ვინ არიან დამნაშავეები და ეს დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. რაც არ უნდა დაადგინოს გამოძიება, ერთი რამ ცხადია, რომ ყველაფერზე, რაც მოხდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, ეს არის რუსეთის ფედერაცია. რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, არამედ ამას უკვე რაღაც სახე მიეცა. 2014 წელს იყო ბაშარულის საქმე, შემდეგ ოთხოზორიას მკვლელობა და ახლა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. თუ ამას ყველაფერს პასუხი არ გაეცა, თუ დამნაშავეები არ წარდგნენ სასამართლოს წინაშე, არის საფრთხე, რომ მომავალში ვერ ავიცილებთ თავიდან ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებს. ეს იქნება მთავარი თემა ორივე სამუშაო ჯგუფში”, – აღნიშნა დონდუამ, რომელმაც აქვე დასძინა, რომ შეხვედრაზე საუბარი იქნება აგრეთვე ძალის გამოუყენებლობის ერთობლივ განცხადებაზე.
პოლიტიკა
- კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა
- „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზაფხულის მეორე ნახევარში დასახელდება
- პარლამენტში ის ადამიანები ბევრად მეტი ვართ, ვინც არც ერთი კონფლიქტის მხარეს არ ვართ - ქუცნაშვილი
- პრეზიდენტმა მოკლული გოგოს ნათესავებს ჰკითხოს, არის თუ არა ეს მის წინააღმდეგ შავი პიარი, მის ადგილას ამის თქმის შემრცხვებოდა - ვოლსკი
სამართალი
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- ბათუმში, სახლის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
- დიდი ოდენობით თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
კულტურა
- ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიმართება
- სტივენ სპილბერგი პირველი რეჟისორი გახდა, რომლის ფილმებმაც 10 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო
- კრისტენ სტიუარტი და ლეა სეიდუ კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან
- „საშიში დედა“ სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა
კონფლიქტები
- რუსმა ოკუპანტებმა ჯარიაშენიდან 77 წლის მამაკაცი გაიტაცეს
- რუსეთი ცდილობს, ისე წარმოადგინოს თავი, თითქოს კონფლიქტში არაფერი ესაქმება და ჩვეულებრივი მომრიგებელია - დონდუა
- რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი გაიტაცეს
- ტატუნაშვილის ცხედარს სახესა და ხელებზე დაზიანებები აღენიშნება - ახალგორის გამგებელი
ბიზნესი
- თეგეტა მოტორსის ქსელში 25%-მდე ქეშბექის აქცია დაიწყო
- საქართველოს ბანკმა სპეციალურად ტურისტებისათვის Tourist Card-ი შექმნა
- "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების "Welcome to Georgia"-ს 2018 წლის შესახებ პრესკონფერენცია მოეწყო
- „ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota Camry-ი წარუდგინა