ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

საქართველო, თბილისი - 13:10 | 28.03.2018
ნანახია: 767

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.

ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 19-მა დეპუტატმა ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას დაუჭირა მხარი.

სხდომას "ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა “პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე