კემეროვოს სავაჭრო ცენტრში 64-ვე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია

საქართველო, თბილისი - 12:39 | 28.03.2018
ნანახია: 985

კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენრტში 64-ვე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღავნელმა ვლადლენ აქსიონოვმა განაცხადა. მისი განმარტებით, ხელისუფლება დაკარგულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. “უგზო-უკვლოდ დაკარგულები არ არიან. ინფორმაციას ნათესავების შესახებ, რომლებმაც არ იციან სად არიან მათი ახლობლები ჩვენ არ ვფლობთ“, - განაცხადა აქსიონოვმა.

უწყებაში ასევე დაადასტურეს 41 დაღუპული ბავშვის შესახებ.

ყველა დაღუპულის ცხედარი საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა. 27 გარდაცვლილი ამოცნობილია. ექვსი დაღუპულის მიმართ დამატებითი ექსპერტიზა გახდა საჭირო.

კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. დღეს რუსეთის მთელს ტერიტორიაზე გლოვა გამოცხადდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე