27 წლის მასწავლებელს 13 წლის მოსწავლესთან სქესობრივ კავშირში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 11:06 | 28.03.2018
ნანახია: 1579

ამერიკის არიზონას შტატის სკოლის მასწავლებელს 13 წლის მოსწავლესთან სქესობრივ კავშირში ადანაშაულებენ. ამის შესახებ New York Post- წერს.

სასამართლოს ცნობით, 27 წლის ბრიტანი ზამორას 1 თებერვლიდან 8 მარტამდე სამჯერ ჰქონდა ინტიმური კავშირი მოზარდთან და  თავის მანქანაში მასთან ორალური სექსით რამდენჯერმე დაკავდა.

მოზარდის თქმით, ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მასწავლებელმა მასთან ფლირტი წამოიწყო და თავისი ფოტო გაუგზავნა, სადაც ის შიშველი იყო აღბეჭდილი. ასევე ქალი ბიჭს სწერდა, რომ ყოვლდღე და დიდხნას მასთან ყოფნა უნდოდა. პოლიციას კიდევ ერთმა მოსწავლემ განუცხადა, რომ მასწავლებელი ფოტოებს მასაც უგზავნიდა.

ზამორა მას შემდეგ დააკავეს, რაც მომხდარის შესახებ მოზარდის მშობლებმა პოლიციელებს აცნობეს. მათ ბიჭის ტელეფონზე დააყენეს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მასწავლებლის მიმოწერებს თვალს ადევნებდნენ.

ზამორა გათხოვილია. მშობლებმა განაცხადეს, რომ მისმა ქმარმა მოზარდის მამას დაურეკა და სთხოვა მომხდარის შესახებ ხელისუფლებისთვის არ ეცნობებინა.

მამაკაცის თქმით, მისმა ცოლმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ბავშვები უყვარს.

ქალი შესაძლოა პატიმრობიდან 250 ათასი დოლარის ოდენობის გირაოთი გათავისუფლდეს, თუმცა ეს თუ ასე მოხდება, ამ სკოლაში მუშაობას ის ვეღარ გააგრძელებს. თუ რა სასჯელი ემუქრება ზამორას, პრესა  ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე