ჩრდილოეთ კორეის ლიდერის არაოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დასრულდა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 28.03.2018
ნანახია: 859

კიმ ჩენ ინმა შეხვედრები პეკინში, კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართა. თავისი მმართველობის პერიოდში ჩრდილოეთ კორეის ტერიტორია მან პირველად დატოვა. კიმ ჩენ ინი ჩინეთში საკუთარი ბრონირებული მატარებლით ჩავიდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართა კომუნისტური პარტიის თავმჯდომარესთან, სი ძინ-პინთან. მან კიმ ჩენ ინი ჩინეთში კიდევ ერთხელ  მიიწვია. მისი თქმით, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გამტკიცდება. შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება უმჯობესდება.  კიმ ჩენ ინ-მა, სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ლიდერებთან შეხვედრის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.  

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მეუღლესთან ერთად  არაოფიციალური ვიზიტით ჩინეთში 25-28 იმყოფებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე