აშშ-ში მოზარდმა, რომელმაც სკოლაში ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 10:02 | 28.03.2018
ნანახია: 936

ამერიკის მერილენდის შტატში 17 წლის მოზარდმა, რომელმაც სკოლაში ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა. ამის შესახებ გაზეთი Baltimore Sun-ი წერს.

გავრცელებული ცნობით, სენტ-ნერის ოლქის სკოლაში სროლა გუშინ მოხდა. 17 წლის მოსწავლემ ოსტინ როლინსმა ამავე სკოლის მოსწავლე გოგონას ესროლა. ინციდენტის შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი მოსწავლე.

მომხდარის შესახებ სკოლაში მყოფ პოლიციელს ეცნობა, რომელმაც თავდამსხმელი განაიარაღა.

გაზეთის ინფორმაციით, მოზარდმა თავი მოიკლა. ის მიღებული ჭრილოებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე