რუსეთში კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

საქართველო, თბილისი - 09:44 | 28.03.2018
ნანახია: 795

რუსეთში კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.

ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები, ფედერალურმა ტელეარხებმა ეთერიდან მოხსნეს სარეკლამო რგოლები, გასართობი გადაცემები და შოუები.

ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანაძარი 25 მარტს გაჩნდა. ცეცხლის კერა ზედა სართულზე იყო, სადაც რამდენიმე კინოდარბაზი, ბავშვთა სათამაშო ზონა და ატრაქციონები მდებარეობს. ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 64 ადამიანი, მათ შორის 41 ბავშვი. არაოფიაციალური მონაცემებით დაკარგულად მიიჩნევა 85 ადამიანი, თუმცა რუსული მედია მათზე არ საუბრობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე