ბათუმში, საცხოვრებელ სახლში 37 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 09:28 | 28.03.2018
ნანახია: 839

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში,  ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მაშველები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამოიძახეს.

წინასწარი ინფორმაციით, 37 წლის ქალის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

მეზობლების თქმით, ქალი ბინაში ქირით ცხოვრობდა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც ბინის მეპატრონემ 112-ში დარეკა.

ქალის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე