ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეები ჟესტურ ენაზე ადაპტირებულ ფილმებს ნახავენ

საქართველო, თბილისი - 18:55 | 27.03.2018
ნანახია: 749

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის „კინო ჟესტებით" ფარგლებში, ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეები ჟესტურ ენაზე ადაპტირებულ ფილმების ნახვას შეძლებენ. პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორია „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანება".

პროექტის მიზანია: სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანების მეტად ინტეგრირება საზოგადოებაში, კინოხელოვნების ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის da ჟესტური ენის პროპაგანდა, საზოგადოებაში ჟესტური ენისადმი ინტერესის გაღვივება;

პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების" მიერ შერჩეული და ჟესტების ენით ადაპტირებული ორი საფესტივალო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „აპოლო ჯავახეთი" (რეჟისორი ბაქარ ჩერქეზიშვილი) და „8 წუთი" (რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი).
 
პროექტის „კინო ჟესტებით" განხორციელების შემდეგ, საქართველოში მცხოვრები 5 000-ზე მეტი ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანი შეძლებს უყუროს სპეციალურად მათთვის შერჩეულ და ადაპტირებულ მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ ფილმებს და მონაწილეობა მიიღოს ჩვენებების შემდგომ დისკუსიებში. შედეგად სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანების ინტერესი კინოხელოვნების მიმართ გაიზრდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე