ნატო რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს

საქართველო, თბილისი - 18:52 | 27.03.2018
ნანახია: 765

ნატო სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, გარდა ამისა, ნატო-მ 30-დან 20-მდე შეამცირა რუსული დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობა. ალიანსში შეწყდა სამი რუსი დიპლომატისთვის აკრედიტაციის საკითხის განხილვაც.

ცნობისთვის, სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე