კატალონიაში პოლიციამ მომიტინგეები ხელკეტების გამოყენებით დაშალა

საქართველო, თბილისი - 16:14 | 27.03.2018
ნანახია: 766

კატალონიაში პოლიციამ საპროტესტო აქცია ხელკეტების გამოყენებით დაშალა. მომიტინგეებს ესპანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი ჰქონდათ გადკეტილი და  კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის დაკავებას აპროტესტებდნენ.
კატალონიის პროფკავშირებმა და კატალონიის ეროვნულმა ასამბლეამ 15 აპრილისთვის ბარსელონაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაგეგმა. მიტინგის მონაწილეები პუჩდემონისა და სხვა კატალონიელი პოლიტიკოსების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებსაც აქტივისტები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი კვირას გერმანიაში მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დანიის მხრიდან საზღვარი გადაკვეთა.


 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე