დედამ ცხრა თვის ბავშვი მდინარეში გადააგდო

საქართველო, თბილისი - 15:44 | 27.03.2018
ნანახია: 1483

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში დედამ ცხრა თვის ბავშვი ქართან ჩხუბის გამო მდინარეში  გადააგდო. ბავშვი გადარჩა, ის გადაციების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივ პოლიციას მომხდარის შესახებ თვითმხილველებმა შეატყობინეს.

ბავშვი მდინარის დინებამ ვარდნის ადგილიდან შორს გაიტაცა, თუმცა მას კომბინეზონი ეცვა და წყალში არ ჩაძირულა. მდინარიდან ამოყვანის შემდეგ პოლიციელებმა ის სხეულის გადაციების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დედა დააკავეს. ქალი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკითხვის დროს მან აღიარა, რომ დანაშაული ქმართან კონფლიქტის შედეგად ჩაიდინა.

დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე