პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 27.03.2018
ნანახია: 1024

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა.

"ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ეკა მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი (ნაციონალური მოძრაობის წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმა), რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან", - წერს პაპუნა უგრეხელიძე Facebook-ის პირად გვერდზე.

მისი თქმით, მესხიძის მხრიდან შურისძიების მტკიცების საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ე. მესხიძემ, რომელიც საჯარო რეესტრში აღნიშნულ თანამდებობაზე 2016 წლის იანვრამდე მუშაობდა, მისი მხრიდან „შევიწროვების“ ფაქტებზე საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ ანუ 2016 წლის 29 აგვისტოს მიმართა სახალხო დამცველს, რაც მისი მეუღლე სამსახურიდან გათავისუფლდა (2016 წლის 22 აგვისტოს). მისივე თქმით, მეუღლის გათავისუფლების გამო ეკა მესხიძე მას აშანტაჟებდა და არსებობს მოწმე, რომლის საშუალებითაც მან შეატყობინა, რომ მისი მეუღლე - ზურაბ ყიფიანი არ გაეთავისუფლებინა სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო დამცველთან უჩივლებდა.

უგრეხელიძე აქვე წერს, რომ ეკა მესხიძემ რეალურად საჯარო რეესტრიდან წასვლა და სამსახურის შეცვლა მოისურვა არა „შევიწროვებისა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს“, არამედ უფრო მაღალი ანაზღაურების გამო, რომელსაც მას ახალი სამსახური - GIZ - სთავაზობდა და სადაც დასაქმებისთვის საჭირო რეკომენდაციაც მან გაუწია.

ცნობისთვის, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა რამდენიმე წუთის დატოვა.

განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე