ბათუმში ერთი წლის ბავშვი მე-2 სართულიდან გადავარდა

საქართველო, თბილისი - 15:08 | 27.03.2018
ნანახია: 883

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულიდან წლის და 4 თვის ბავშვი გადავარდა.

მცირეწლოვანი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ მოზარდის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, პაციენტი კონტაქტურია, ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი კვლევები უტარდება.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი ფანჯრის რაფაზე ავიდა, რა დროსაც სავარაუდოდ, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადავარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე