GDI-მ სააპელაციოს მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველო, თბილისი - 14:25 | 27.03.2018
ნანახია: 949

"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" (GDI) 26 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა.

GDI-ს მიაჩნია, რომ შეწყალების ინსტიტუტის ისტორიული და კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობის გაანალიზება დაეხმარება სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში.

"2018 წლის 5 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებისთვის მიხეილ სააკაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნო და სასჯელად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

GDI-ს მიაჩნია, რომ შეწყალების ინსტიტუტის ისტორიული და კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობის გაანალიზება დაეხმარება სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში. აღსანიშნავია, რომ შეწყალება პრეზიდენტის აბსოლუტური აღმასრულებელი პრივილეგიაა, რაც თავისთავად გამორიცხავს ხელისუფლების სხვა შტოების, მათ შორის სასამართლოს, მიერ შეწყალების აქტის შინაარსის შეფასებისა და კონტროლის კომპეტენციას.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება განსახილველ საქმესთან დაკავშირებით", - ნათქვამია GDI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე