ისრაელელებზე თავდასხმის შედეგად სამი პალესტინელი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:16 | 27.11.2015
ნანახია: 1718

დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის პოლიციასთან რამდენიმე შეტაკების შედეგად სამი პალესტინელი მოკლეს.

პოლიციელთა თქმით, ერთ-ერთი მათგანი ნაბლუსის ბლოკპოსტთან მას შემდეგ მოკლეს, რაც ის ერთ-ერთ თანამშრომელს დანით თავს დაესხა.

კიდევ ორი მსგავსი ინციდენტისას ქალაქ რამალასთან და ნაბლუსის მეორე ბლოკპოსტან ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმისას დაცხრილეს.

გახშირებული ძალადობის შედეგად რეგიონში უკანასკნელი კვირების განმავლობაში ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 ისრაელელი, ერთი ამერიკელი და 90-ზე მეტი პალედტინელი. დაღუპულ პალესტინელთა შორის ძირითადად ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ისრაელელებზე შეიარაღებულ თავდასხმებს ახორცილებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე