Express Bank-ი ქვეყნის მასშტაბით ქსელის გაფართოვებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 13:54 | 24.09.2015
ნანახია: 1839

თბილისში და რეგიონში Express Bank-ის 5 ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი Express Bank-ი მომხმარებელს თბილისში, კახეთის გზატკეცილის N112-ში და ც.დადიანის N261-ში, წნორში თავისუფლების N13-ში, ფოთში დ.აღმაშენებლის N17-ში და ბათუმში გოგებაშვილის N32-ში მოემსახურება. ახალ Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება ექნება მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express კრედიტით და Express ანაბრით.

Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად სთავაზობს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე