ქმარმა ცოლს ღალატისთვის სახალხოდ სცემა, შემდეგ კი დამსწრე მამაკაცებს მისი გაუპატიურების უფლება მისცა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 27.03.2018
ნანახია: 1278

ინდოეთის დედაქალაქ დელისთან მდებარე დასახლებაში ქმარმა ცოლი ხეზე მიაბა და ტყავის ქამარი 100-ჯერ დაარტყა. ამ შემზარავ სანახაობას თვალს ასობით მამაკაცი ადევნებდა.

ქმარმა ცოლი ღალატისთვის დასაჯა. როგორც Mirror-ი წერს, ღალატის ფაქტი სახალხო სასამრთლომ დაადასტურა.

ქალი, რომლის ვინაობაც უცნობია, ქმარმა გონების დაკარგვამდე სცემა. შემდეგ კი ის იქ მყოფმა რამდენიმე მამაკაცმა გააუპატიურა.

პოლიციის ცნობით, ინციდენტის შემდეგ სამი მამაკაცი დააკავეს, მათ შორის დაზარალებულის ქმარი და შვილი. სამართალდამცველები კიდევ 30 ადამიანს ეძებენ, რომლებიც საზარელ სცენას თვალს ადევნებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე