ჩინეთის საგარეო უწყება არ ფლობს ინფორმაციას პეკინში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტის შესახებ

საქართველო, თბილისი - 12:17 | 27.03.2018
ნანახია: 909

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პეკინში შესაძლო ვიზიტის შესახებ. შესაბამისი განცხადება ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

გუშინ სააგენტო „ბლუმბერგმა“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მატარებლით ჩინეთში ჩავიდა.

 სამხრეთ კორეის მთავრობა ამოწმებს ინფორმაციას ჩინეთში კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ და არ გამორიცხავს, რომ სპეციალურმა მატარებელმა ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთში სხა მაღალი თანამდებობის პირი ჩაიყვანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე