კემეროვოში ხანძარს 41 ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 27.03.2018
ნანახია: 1407

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 41 ბავშვი დაიღუპა. მონაცემები ტრაგედიის მსხვერპლთა ნათესავების მიერ გამოქვეყნებულ სიაშია ასახული. ხანძარის შედეგად სულ 64 ადამიანია გარდაცვლილი.

სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მცხოვრებლების დიდი ნაწილი ამ მონაცემებს ეჭვს ქვეშ აყენებს და ამტკიცებს, რომ რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია.

კემეროვოს მერმა ილია სერდიუკმა მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე შეკრებილებს შესთავაზა შეიქმნას ჯგუფები, რომლებიც მორგებსა და დამწვარ შენობაში შესვლას შეძლებენ, რათა მსხვერპლთა ზუტს რაოდენობაში დარწმუნდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე