15 წლის გოგონა დედასა და მის მეგობარ მამაკაცს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 27.03.2018
ნანახია: 911

რუსთავში, 15 წლის გოგო დედასა და დედის მეგობარ მამაკაცს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას.

როგორც "ინფო რუსთავი" იტყობინება, სავარაუდოდ, 28 წლის მამაკაცმა 15 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა. მათივე ცნობით, მშობელთან კამათის დროს მოზარდს დედა ფიზიკურად გაუსწორდა, სკოლაში მისულმა გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სექსუალური ძალადობის შესახებ კი მას შემდეგ გახდა სამართალდამცავებისთვის ცნობილი, რაც სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და გოგონა სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

15 წლის მოზარდი ამჟამად დღის ცენტრშია გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე