თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთით 40-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 27.03.2018
ნანახია: 751

ერაყის ჩრდილოეთიღ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქურთთა მუშათა პარტიის 41 მებრძოლი გაანადგურეს.

თურქეთის გენშტაბის განცხადებით, ქურთთა მუშათა პარტიისს მებრძოლები თავდასხმებს გეგმავდნენ.

ოფიციალური ანკარის განცხადებით, 2015 წელს თურქეთში ქურთთა მუშათა პარტის წევრებთან შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემდეგ, ქურთი ამბოხებულების თავდასხმის შედეგად 900 სამხედრო და პოლიციელია მოკლული, ასევე დაღუპულია 300 სამოქალაქო პირი. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში უსაფრთხეობის ძალებმა 10 ათასზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე