ხის გადასარჩენად ქალმა მასზე იქორწინა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 27.03.2018
ნანახია: 860

ფლორიდის შტატის ქალაქ ფორტ-მაიერსის მცხოვრებმა გიგანტურ ფიკუსზე იქორწინა, რომლის მოჭრაც ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა გადწყვეტილი. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

ხის ფესვები 740 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გაშლილი და პარკის საზღვრებს გარეთ ვრცელდებოდა. ამის გამო ქალაქის კეთილმოწყობის კომისიამ მარადმწვანე მცენარის მოჭრა გადაწყვიტა.

კერენ კუპერმა აღიარა, რომ ფიკუსის გადასარჩენად ამ უჩვეულო ნაბიჯის გადადგმა მექსიკელმა ქალებმა შთააგონეს, რომელბიც ცოლად ხეებს გაყვნენ და ტყის გაჩეხვა ამ ფორმით გააპროტესტეს.

კერენისა და ფიკუსის ქორწილი პარკში გაიმართა. სტუმრები ყვავილებითა და საქორწინო ტორტით მივიდნენ. ახალდაქორწინებულებს ბეჭდები კი ძაღლმა მიუტანა. ხის ცოლმა განაცხადა, რომ თუ კომისიის გადაწყვეტილებით ფიკუსს მაინც მოჭრიან, ის ქვრივად დარჩება.

ქორწილის შემდეგ კუპერს ხელისუფლება დაპირდა, რომ ხის შენარჩუნებაზე დაფიქრდებოდა. თუმცა ჩინოვნიკებს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე