რუსეთი „არამეგობრული ნაბიჯისთვის“ რიგი ქვეყნების მიმართ საპასუხო ზომებს ამზადებს

საქართველო, თბილისი - 09:43 | 27.03.2018
ნანახია: 777

სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს მსოფლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ. 

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ  სერგეი სკრიპალის მოწამვლისთვის პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა, ლონდონი რუსეთის 80-მა მოქალაქემ დატოვა, მათ შორის 23-მა დიპლომატმა. ლონდონის მიმართ სოლიდარობის ნიშნად კიდევ 100-ზე მეტ დიპლომატს გააძევებენ სხვა ქვეყნებიც.(აშშ, საფრანგეთი, უკრაინა, გერმანია, პოლონეთი, კანადა ჩეხეთი, ლიტვა, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები,  დანია, ალბანეთი, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, რუმინეთი, ხორვატია, შვედეთი, ისლანდია, ავსტრალია).

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ ქვეყნების „არამეგობრული ნაბიჯი“ უკვალოდ არ ჩაივლის.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მალე პუტინს საპასუხო ნაბიჯების შესახებ წინადადებას შესთავაზებენ, რომელიც რუსეთიდან ამ ქვეყნების დიპლომატების გაძევებას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე