რუსეთის ხელისუფლება თანამოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 10:03 | 27.11.2015
ნანახია: 1748

მოსკოვი თანამოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. მიზეზად ლავროვის უწყება თურქეთში არსებულ ტერორისტულ საფრთხეებს ასახელებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქებმა საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული სამხედრიო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე