მანქანა, რომელიც 11 წლის მოზარდს დაეჯახა, ერთ-ერთ სამინისტროს ეკუთვნის

საქართველო, თბილისი - 18:51 | 26.03.2018
ნანახია: 1025

მანქანა, რომელიც 11 წლის მოზარდს დაეჯახა, სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის უწყებას ეკუთვნის.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მინისტრი ციხელაშვილი ავტომობილში იმყოფებოდა. რაც შეეხება მძღოლს, მას ჩაუტარდა ალკოტესტი და ის ნასვამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდა. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებული ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე