პაპუნა უგრეხელიძესთან შეკითხვები მაქვს, მათ შორის უხერხული - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 18:16 | 26.03.2018
ნანახია: 871

პაპუნა უგრეხელიძესთან მაქვს მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხულიც, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მან პაპუნას, როგორც ქალმა, ისე უნდა მოუსმინოს.

“ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არის მარტივი. არ არის კარგი ასეთ თემებზე ცალმხრივი პოზიციების გავრცელება, ცალმხრივად სიუჟეტების კეთება და ნიუსები. ეს ვერ იქნება ჩემი პოზიცია. ჩვენ, ქალებს გვაქვს ყველას ერთი მიზანი, რომ ქალთა უფლებები დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა არის რთული, ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ სოლიდარულები და რაც მთავარია, არ დაუშვათ შეცდომები. შესაბამისად, ჩემი პოზიცია დღეს არის ის, რომ მას როგორც ქალმა უნდა მოვუსმინო. პაპუნა უგრეხელიძე ამ დროისთვის მივლინებაში იმყოფება. მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც არა იუსტიციის სამინისტრო, არა საჯარო რეესტრი, არამედ პაპუნა უგრეხელიძე არის მოპასუხე. შესაბამისად, საქმის მასალები იციან მხოლოდ მან და მეორე მხარემ. ჩემი მოადგილე, მიუხედავად იმისა, რომ პაპუნა უგრეხელიძე მივლინებაშია და ხვალ დაბრუნდება, შეხვდა უკვე მის პირად ადვოკატებს, რათა მასალებზე წვდომა გვქონოდა. მე მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხული კითხვებიც მასთან. როგორც კი შეხვდები, უკვე ინფორმირებულ პოზიციას დავიჭერ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თავის დროზე რატომ არ დაისვა კითხვები, როდესაც სახალხო დამცველის დასკვნა მომზადდა, მან უპასუხა:

“სახალხო დამცველმა, თქვენ თუ ამ დასკვნას მოიპოვებთ და ნახავთ, პირადად მას და მეორე მხარეს მიაწოდა რეკომენდაციები. შესაბამისად, პირველ რიგში ქალებს მოგმართავთ. ჩვენი ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ ბრძოლა იყოს წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ პოზიციებს, მათ შორის ძალიან მკაცრ პოზიციებს დავიჭერთ, ვნახოთ ყველა დოკუმენტი და მტკიცებულება. მე ასეთი პოზიცია დამიჭერია ჩემი სისტემის მამაკაცების მიმართ, ოღონდ ეს საქმეები არ გახმაურებულა და მათთვის ჩვენს სისტემაში კარიერა დამთავრებულა, მაგრამ ეს პოზიციები დამიჭერია მას შემდეგ, როდესაც მინახავს ყველა დოკუმენტი, მტკიცებულება და მეორე მხარისთვის მომისმენია. ამიტომ ქალებს მოგმართავთ ზოგიერთს, ყველას არა, პირველ რიგში მოვუსმინოთ მამაკაცებს ჯერ და მერე არაფერი წინ არ უდგას სწორი პოზიციების გატარებას”, – აღნიშნა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე