აშშ 60 რუს დიპლომატს აძევებს

საქართველო, თბილისი - 17:46 | 26.03.2018
ნანახია: 775

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ქვეყნიდან რუსეთის 60 დიპლომატს გააძევებს და სიეტლში რუსეთის საკონსულს დახურავს, - ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.

აშშ-ის გარდა რუს დიპლომატებს აძევებენ ლიტვა, პოლონეთი, ნიდერლანდები და ირლანდია.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე