ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:32 | 26.03.2018
ნანახია: 998

26 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4298 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4314 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0130 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9972 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.58 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6093 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4564 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 მარტიდან  შევა ძალაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე