რუსი დიპლომატები, შესაძლოა ირლანდიამაც გააძევოს

საქართველო, თბილისი - 17:15 | 26.03.2018
ნანახია: 838

ირლანდიის ფინანსთა მინისტრმა პასკელ დონაჰიუმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის ნიშნად, რუსი დიპლომატები შესაძლოა ირლანდიამაც გააძევოს.

„თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, შესაძლოა გვკითხონ, რატომ არ მივმართავთ ზომებს იმ ქვეყნის მხარდასაჭერად, რომელიც ჩვენი მოკავშირეა“, - განუცხადა მინისტრმა Times-ს.

დიპლომატების შესაძლო გაძევების შესახებ ირალნდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმაც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი რუსი აგენტის სკრიპალისა  და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთმაც. პრესის ინფორმაციით,  რუსი დიპლომატები, შეასძლოა, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანამაც გააძევოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე