„საშიში დედა“ საქართველოს კინოთეატრებში

საქართველო, თბილისი - 17:01 | 26.03.2018
ნანახია: 1344

29 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში ანა ურუშაძის „საშიში დედა" გამოდის, ფილმის პრემიერამდე 3 დღით ადრე კი მისი შეფასების შესაძლებლობა მედიის წარმომადგენლებს მიეცათ. სპეციალური ჩვენება 26 მარტს, კინოთეატრ „ამირანში" 11 საათზე შედგა. ჩვენების შემდეგ კი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფილმის რეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი ლაშა ხალვაში და მსახიობები - ნატა მურვანიძე და დიმა ტატიშვილი დაესწრნენ.

„საშიში დედა" ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის „ოქროს ლეოპარდი" ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან პრი და Asia Pacific Screen Awards-ზე მოპოვებული 2 აზიური ოსკარი. „საშიში დედა" შარშან საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე.

„საშიში დედა" აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.

ფილმი 50 წლის ქალის მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე