ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას ერდოღანმა სტრატეგიული მიზანი უწოდა

საქართველო, თბილისი - 16:13 | 26.03.2018
ნანახია: 934

ევროკავშირში გაერთიანება ანკარისთვის სტრატეგიულ მიზნად რჩება. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
„ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობის განვითარება ჩვენი მმართველობის დროს ყველაზე დიდი გზაა. არის საკითხები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს. ნაღმზე აუფეთქებლად ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ამ გზაზე და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ხელი შეგვიშალოს. ეს ჩვენი სტრატეგიული მიზანია“, -განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

 მან ევროკავშირს მოუწოდა ორგანიზაციაში თურქეთის გაერთიანებისთვის ყველა ხელოვნური დაბრკოლება აღკვეთოს და არ გამოიყენოს ორმაგი სტანდარტები. „ჩვენ შევასრულეთ ყველა პუნქტი რომლებზეც შევთანხმდით“, - აღნიშნა ერდოღანმა. ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა 2016 წელს ქვეყანაში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაუარესდა. ევროკავშირმა თურქეთის შემდგომი რეაქცია - მასობრივი დაპატიმრებები და სხვა მკაცრი ზომები გააკრიტიკა და შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე