ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას სემეკში გაივლიან
საქართველო, თბილისი - 16:06 | 26.03.2018 ნანახია: 2039საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის, წყალმომარაგება-წყალარინების, ეკონომიკისა და იურიდიული სპეციალობებისბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, უახლოეს მომავალში, საჭიროთეორიული თუ პრაქტიკულიუნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებასა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებშიცნობიერების ამაღლებასსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სტაჟირებით შეძლებენ.
ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული მიზნის მიღწევას სემეკთან კოოპერაციით გეგმავს.ორივე მხარის მზაობათანამშრომლობის შესახებ, დღეს, სტუ-სა და სემეკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდა. დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა დასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ მარეგულირებელი კომისიის წევრები, სტუ-ის შესაბამისი ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სუდენტები.
მემორანდუმის ფარგლებშიმხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ხელი შეუწყონ სტუ-ის სტუდენტებს სემეკში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაში, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლებაში; დაეხმარებიან უნივერსიტეტის თანამშრომლებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში კვლევების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება-გაცნობაში; მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.
„სემეკი, როგორც რეგულატორი, აერთიანებს უმსხვილეს სექტორებს - ენერგეტიკას, ბუნებრივ გაზს, წყალმომარაგებას, წყალარინებას. შესაბამისად, მემორანდუმი მოიცავს საკითხების ძალიან ფართო სპექტრს. მემორანდუმის ამოქმედება, პირველ რიგში, დიდად წაადგება ჩვენს სტუდენტებს, რადგან ჩნდება მნიშვნელოვანი ობიექტი, სადაც სტუდენტები შეძლებენსტაჟირების გავლასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. თანამშრომლობა მომხიბლავია კვლევის კუთხითაც -სტუ-ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები ერთობლივი კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სპეციალისტების ექსპერტული ჩართულობა იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც მარეგულირებელი კომისია ახორციელებს და ორივე მხარისთვის ასევე მნიშვნელოვანია დარგობრივი სამართლის განვითარება, ახალი სტანდარტების შემუშავება და ახალი ტიპის კვლევების ჩატარება იმ მიზნით, რომ შესაბამისი ტექნოლოგიური უზრუნველყოფა მივიღოთ. თანამშრომლობისთვის არეალი საკმაოდ ფართოა და საინტერესო, იმის გათვალისწინებით, რომ სტუ-ს გამოყენებითი ტიპის მკვლევარები ჰყავს და ყოველთვის უნდა ვეძებოთ ობიექტი, სადაც ჩვენი ცოდნის გამოყენებას შევძლებთ“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.
„ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია მარეგულირებელი კომისიისთვის. კომისია მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან, ამდენად, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საკითხთა სპექტრი ძალიან ფართოა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კომისიათან თანამშრომლობაორმხრივად მნიშვნელოვანია. სემეკი მრავალმხრივი და საინტერესო ორგანიზაცია არმოჩნდება სტუ-ის სტუდენტებისთვის, რადგან აქედან შესაძლებელიამთელი სექტორის დანახვა, დარგის რეგულირება კიუმნიშვნელოვანესი საქმეა. მემორანდუმის ფორმატში კომისიის კარი მუდმივად იქნება ღია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. სასიხარულოა, რომ კომისასთან თანამშრომლობის სურვილი სტუ-ის ეკონომიკისა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმაც გამოთქვეს“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა