პოლონეთმა რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

საქართველო, თბილისი - 15:01 | 26.03.2018
ნანახია: 956

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს ვარშავაში სერგეი ანდრეევს აცნობა რუსი დიმპლომატების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი იყო დაბარებული.

 „გადაწყვეტილება მიღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მხარე გაავრცელებს“, - განუცხადა რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სოლსბერის ინციდენტის გამო რუსი დიპლომატების გაძევების საკითხს განიხილავდა.

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. ბრიტანეთი სკრიპალის ნერვულ-პარალიტური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებს. გაერთიანებულმა სამეფომ ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი უკვე გააძევა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე