მეცნიერებმა იპოვეს ქალის ნეშთი, რომელმაც საფლავში იმშობიარა

საქართველო, თბილისი - 14:50 | 26.03.2018
ნანახია: 2136

იტალიელმა მეცნიერებმა იპოვეს ქალის ნეშთი, რომელმაც სიკვდილის შემდეგ იმშობიარა. ქალისა და ნაყოფის ნეშთი აგურის სამარხში იყო დაკრძალული. უჩვეულო აღმოჩენა მეცნიერებმა ჟურნალ World Neurosurgery-ში აღწერეს.

ქალის ნეშთი ბოლონიის პროვინციის ქალაქ იმოლაში იპოვეს. ქალი მე-7-8 საუკუნეშია გარდაცვლილი, ის 25-30 წლის იყო. ნაყოფი განვითარების 38-ე კვირაში იმყოფებოდა. მისი თავი და სხეული ქალის ფეხებს შორის იყო მოთავსებული, ფეხები კი მენჯის მიდამოში, როგორც ეს ჩვეულებრივად მშობიარობის დროს არის.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქმე სიკვდილსშემდგომ მშობიარობასთან აქვთ. მათი განმარტებით, გარდაცვლილი ორსული ქალის საშვილოსნოდან ნაყოფი სამშობიარო გზებით გაზების მეშვეობით გამოიდევნა, რომელიც გახრწნის დროს მუცლის ღრუში დაგროვდა.

ბუნებრივი მშობიარობისგან განსხვავებით, საშვილისნოს ყელი სიკვდილის შემდეგ არ იხსნება, ამიტომ გაზების ზეწოლით საშვილოსნო გასკდა და ნაყოფი საშოსკენ გამოიდევნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე