კემეროვოშო ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:35 | 26.03.2018
ნანახია: 834

რუსეთის კემეროვოს ოლქში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ბევრი ბავშვია.

ვრხელდება ინფორმაცია დაკარგულთა შესახებაც. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. 11 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ცეცხლი 1500 კვადრატულ მეტრის ფართობზე  გავრცელდა. მეხანძრეებმა და მაშველებმა შენობაში ზოგიერთ დაწესებულებამდე მხოლოდ დილით მიაღწიეს.

ცეცხლის ჩაქრობის პროცესი 17 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დღეს ზოგიერთ ადგილზე ცეცხლი ისევ აალდა.

ამ მომენტისთვის ამოცნობილია 15 დაღუპულის ცხედარი. მსხვერპლთა ამოსაცნობად შესაძლოა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება გახდეს საჭირო.

ხანძარი სავაჭ რო ცენტრში გუშინ საღამოს გაჩნდა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე