Facebook-მა აღიარა, რომ Android-ის მომხმარებელთა მონაცემებს ნამდვილად აგროვებდა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 26.03.2018
ნანახია: 814

Facebook-მა აღიარა, რომ Android-ის მომხმარებელთა მონაცემებს ნამდვილად აგროვებდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.

მსოფლიოში უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა აღნიშნა, რომ მონაცემების შეგროვება მომხმარებლებთან კავშირში ეხმარებოდათ. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სმარტფონში კონტაქტების სინქრონიზაცია ყველა მესინჯერისთვის ნორმალური პრაქტიკაა. Facebook-ის თანამშრომელთა თქმით, არასდროს მიუყიდია და არ მიყიდს მესამე პირებს პრივატულ ინფორმაციას, მომხმარებლებს კი მასზე კონტროლი ყოველთვის ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მომხმარებელმა დოლან მაკკეიმ „ფეისბუქის“ მონაცემები თავისი სმარტფონიდან ჩამოტვირთა. მაკკეიმ გაარკვია, რომ პროგრამა იწერდა მის ყველა ზარსა და SMS-ს ორი წლის განმავლობაში. მაკკეიმ დაასკვნა, რომ „ფეისბუქი“ აგროვებდა მონაცემებს მხოლოდ Android-ის სმარტფონებიდან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე