„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 11:28 | 26.03.2018
ნანახია: 902

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ამ დროისთვის ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის ზაზა აბრამიშვილის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ. 

"ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა.

ამ დროისთვის ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის ზაზა აბრამიშვილის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირებიც. 

კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჭიათურის შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე