კატალონიაში მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებისას 100-მდე ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 26.03.2018
ნანახია: 852

კატალონიაში პოლიციასთან მომიტინგეების შეტაკების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. საპროტესტო აქციები გერმანაიში კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის დაკავების შემდეგ გაიმართა.

დაშავებულთა შორის არიან სამართალდამცველებიც. დაკავებულია სულ მცირე სამი ადამიანი.

საგანგებო სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, ბარსელონაში სამედიცინო დახმარების ცენტრს 92-მა ადამიანმა მიმართა. მათ შორის 23 პოლიციელია. კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა ლერიდწში, ერთი კი ტარაგონში.

მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები, რომლებიც გერმანიაში პუჩდემონის დაკავების შემდეგ დაიწყო, გაიმართა კატალონიაში ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლობის შენობასთან. ბარსელონაში გერმანიის საკონსულოსთან, ასევე ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლობების შენობებთან ტარაგონში, ლერიდესა და ჟირონში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე