ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:34 | 26.03.2018
ნანახია: 1455

ჭიათურის შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე