ქურთთა მუშათა პარტია ერაყში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებას უარყოფს

საქართველო, თბილისი - 10:12 | 26.03.2018
ნანახია: 784

ქურთთა მუშათა პარტია უარყოფს ინფორმაციას ერაყის ქალაქ სინჯარში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.

მანამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სინჯარში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

 „ამ მომენტისთვის ნაინავის პროვინციის ქალაქ სინჯარში თურქეთის ძალების არანაიარი გადაადგილება არ შეიმჩნევა. თუ ეს მოხდება, ჩვენ ძალით ვუპასუხებთ, რათა დავიცვათ ჩვენი იეზიდი ხალხი“, - განაცხადა მუშათა პარტიის წარმომადგენელმა.

გასულ კვირას ერდოღანი ერაყის ქურთისთანის ქალაქ სინჯარში სამხედრო ოპერაციის დაწყებით დაიმუქრა თუ ერაყის მთავრობა ქურთთა მუშათა პარტიის რაზმების ქმედებას არ აღკვეთდა. მისივე თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია სირიაში ქალაქ აფრინით არ შემოიფარგლება და სირიის ჩრდილოეთით მანბიჯსა და იდლიბშიც გაგრძელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე